თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სამართლის ეროვნული ცენტრი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრი აცხადებს მონაწილეების რეგისტრაციას ბიზნესის სამართლის განგრძობადი იურიდიული განათლების მე-8 ეროვნული კონფერენციაზე.
კონფერენცია გაიმართება 2018 წლის 8-9 დეკემბერს, თბილისში და მასში მონაწილეობა შეუძლიათ, როგორც ადვოკატთა ასოციაციის წევრებს, ასევე სხვა პრაქტიკოს იურისტებს.
კონფერენციაზე განხილულ იქნება შემდეგი თემები:
- დირექტორთან დადებული ხელშეკრულების სამართლებრივი ასპექტები;
- უკანონოდ გათავისუფლებული პირების სამსახურში აღდგენასთან დაკავშირებული სამართლებრივი პრობლემები;
- სამეწარმეო წარმომადგენლობა ქართულ სამართალსა და სასამართლო პრაქტიკაში;
- სამომხმარებლო ფინანსური პროდუქტების რეგულირების გავლენა ბაზრის მონაწილეებზე;
- ადვოკატებისა და იურიდიული ფირმებისთვის ნომინალური მფლობელობის ერთობლივი ანგარიშის გამოყენება ესქროუ მომსახურებისათვის: ახალი შესაძლებლობა და გამოწვევები;
- ბლოკჩეინ ტექნოლოგია და სმარტ კონტრაქტები - ახალი შესაძლებლობები და გამოწვევები;
- საერთაშორისო ბიზნეს-დავები და მათი სამართლებრივი შედეგების ცნობა-აღსრულება საქართველოში - სასამართლო პრაქტიკა;
- ეთიკური დილემები არბიტრაჟში: პრაქტიკული გამოწვევები და ზეგავლენა ცნობა-აღსრულებაზე;
კონფერენციის მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატს, ხოლო დაგროვილი კრედიტები ჩაეთვლებათ განგრძობადი იურიდიული განათლების ფარგლებში სავალდებულო კრედიტ-საათებად.
კონფერენციაში მონაწილეობის ღირებულება შეადგენს 180 ლარს. ერთი ორგანიზაციიდან 3 ან 4 ადამიანის მონაწილეობის შემთხვევაში თითოეული მონაწილისთვის გადასახდელი თანხა იქნება 150 ლარი, ხოლო 5 და მეტი ადამიანის მონაწილეობის შემთხვევაში 130 ლარი.
მონაწილეობის წინაპირობები:
კონფერენციაზე დასწრება შესაძლებელია მხოლოდ წინასწარი ონლაინ რეგისტრაციისა და კონფერენციის საფასურის გადახდის საფუძველზე. ონლაინ რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2018 წლის 22 ნოემბერი. მონაწილეობის საფასურის დაფარვა უნდა მოხდეს 2018 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით.
N.B. მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია და კონფერენციაზე დასწრება მოხდება first come, first served პრინციპით. რეგისტრაცია დასრულებულად ჩაითვლება მხოლოდ ონლაინ რეგისტრაციისა და მონაწილეობის საფასურის გადახდის შემდეგ.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: ირაკლი გვარამაძე, ბიზნესის სამართლის ეროვნული ცენტრის ადმინისტრაციული დირექტორი, 577283481; ელ-ფოსტა: i.gvaramadze@freeuni.edu.ge.